1. პროექტის სახელწოდება:
ადამიანის ზემოქმედება ბუნებრივ ეკოსისტემებზე.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოში მძიმე ეკოლოგიურ პირობებში არსებულ ბუნებრივ ეკოსისტემებს, ამ პირობების გამომწვევ შესაძლო მიზეზებს და დასახავენ მათი გადაჭრის გზებს.
3. პროექტის აქტუალობა:
ადამიანი უდიდეს ზეგავლენას ახდენს ეკოლოგიურ სისტემებზე.მკვეთრად მცირდება ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემების მიერ დაკავებული ფართობები. ნადგურდება ფლორისა და ფაუნის ადგილობრივი წარმომადგენლები. დაბინძურებულია ხმელეთი, წყალი, ჰაერი.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში ეკოსისტემებზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ, მსჯელობს შედეგებზე და გამოთქვამს მოსაზრებას პრობლემის გადაჭრის შესახებ.
5. მონაწილეთა ასაკი:
5-კლასი, ასაკი 10-11 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2013 წლის აპრილიდან მაისის ჩათვლით ერთი თვის ვადაში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსაწავლე ახასიათებს ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ შორის არსებულ კავშირებს.....
აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში დამიანის ეკოსისტემაზე ზემოქმედების შესახებ, მსჯელობს შედეგებზე და გამოტქვამს მოსაზრებას პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
თვალსაჩინოებაზე მუშაობა, დაკვირვება, განჭვრეტა, კომუნიკაცია, აღრიცხვა, ინტერნეტის გამოყენება.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები დაიყოფიან სამ ექვს მოსწავლიან ჯგუფებად.
ლიდერის არჩევა თითოეულ ჯგუფში.
მასწავლებლის მითითებით ჯგუფები ირჩევენ საკვლევ ობიექტს.
ჯგუფების მიერ მასალების შეგროვება, ცხრილების, ფოტოების, ვიდეოების სახით. მოხდება ინფორმაციების შეჯერება.
შეფასება მოხდება მასწავლებლის მიერ შეფასების რუბრიკისმიხედვით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია- შეისწავლიან არჩეული ობიექტების გეოგრაფიულ მდებარეობას, ნიადაგს, ტყის როლს ბუნებაში;
მათემატიკა-მოსწავლეები ადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს, ახდენენ ზარალის პროცენტული მაჩვენებლების აღრიცხვას.
ბიოლოგია- შეისწავლიან ხეობის ან რომელიმე ობიექტის ფლორას და ფაუნას;
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება: ინტერნეტში მასალების მოძიება, ფოტოსურათებისა და პროექტის განთავსება.
პარტნიორი ორგანიზაცია: ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): პედაგოგი- ანა ბიწაძე
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: anukibitsadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
anabitsadze.blogspot.com